რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები “მეტრონომთან” აცხადებენ, რომ მთავრობამ მსახლეობის დიდი ნაწილის ხმები მიითვისა,ამიტომ აუცილებელია, არჩევნები ბათილად გამოცხადდეს.
“ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეს აქციაზე, რადგან რაც საქართველოში დღეს ხდება, არის მიუღებელი. არჩევნები გაყალბდა და ამისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ყველამ უნდა დასძლიოს საკუთარ თავში ის უიმედობა, რაც შეიძლება ჰქონდეთ და ერთად გავაპროტესტოთ. ამ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს”– განაცხადა აქციის მონაწილემ “მეტრონომთან.”
ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. პროტესტის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.