მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნების შედეგი მოგვპარეს და ამას არ შევარჩენთ რუსულ ოცნებას”– აქციის მონაწილე “მეტრონომთან”

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

როგორც მოქალაქეები “მეტრონომთან” აცხადებენ, “ქართულმა ოცნებამ” ხმები მიითვისა, ამიტომ ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

“ვაპროტესტებთ წართმეულ არჩევნებს და ვიცავთ ჩვენს ხმებს. ამიტომ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მივაღწიოთ შედეგს. რისთვისაც ვიბრძოლეთ და დავხარჯეთ ენერგია, რომ ეს არჩევნები იმ შედეგით დასრულებულიყო, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებდა, ამ შედეგის ბოლომდე მისაღწევად ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ, ეს შედეგი მოგვპარეს და ამას არ შევარჩენთ ნამდვილად რუსულ ოცნებას”– განაცხადა აქციის მონაწილემ “მეტრონომთან.”

ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. პროტესტის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

 

იტვირთბა....