“ვინ ენდობა “ქართულ ოცნებას”? კანონის გაწვევა და უკან დაბრუნებაც შეუძლიათ” – ამის შესახებ “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მან ჩვენთან საუბრისას შეაფასა რა შედეგები მოჰყვება რუსული კანონის უკან გაწვევას და აღნიშნა, რომ დასავლეთი ამ გადაწყვეტილებას ჩათვლის სწორ ნაბიჯად, თუმცა ამავდროულად, განიხილავს როგორც პოლიტიკურ ხრიკს ძალაუფლების შესანარჩუნებლად
– დაიწყებს თუ არა “ქართული ოცნება” რუსული კანონით დასავლეთთან ვაჭრობას? რას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ კანონები უკან იქნება გაწვეული?
რა თქმა უნდა, კარგი იქნება კანონის გაწვევა, რადგან რეპრესიები არ დაიწყება, თუმცა ვინ ენდობა “ქართულ ოცნებას”? კანონის გაწვევა და უკან დაბრუნებაც შეუძლიათ. მე არ მგონია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა “ქართულ ოცნებას” აპატიონ ეს ფაქტი და ამ შემთხვევაში საჭირო გახდება სხვა ნაბიჯების გადადგმა მაგალითად შესრულდეს 9 პუნქტიანი გეგმა ან აღიარონ, რომ მმართველი ძალა არ აპირებს ოპოზიციის დევნას. დასავლეთი კანონის გაწვევას ჩათვლის სწორ ნაბიჯად, თუმცა ამავდროულად, შეაფასებენ როგორც პოლიტიკურ ხრიკს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის გეგმები დღეს საღამოს, რუსთაველზე დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, 17:00 საათზე კი, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, მსვლელობას მოაწყობენ.