ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად ერთ-ერთ სტუდენტურ სოციალურ მედია არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.
ირანის კანონმდებლობით საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა. ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დაკავებული ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
წყარო: mtavari.tv