მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმათა 98%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს. მას ხმა ამომრჩეველთა 54,97%-მა მისცა. სანდუ კონკურენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს მხარი 45,03%-მა დაუჭირა. ამომრჩევლის აქტივობამ 54% შეადგინა.
მოლდოვაში ხმების წინასწარი დათვლის შემდეგ სტოიანოგლო ლიდერობდა, რომელმაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ამომრჩეველს მოლდოვურ და რუსულ ენებზე მიმართა. სანდუმ ლიდერობის მოპოვება დედაქალაქსა და საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე გამარჯვებით მოიპოვა.