მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში მცხოვრები მამაკაცის ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და შუბლის არეში 2 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მამაკაცი თ. დ-ია. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში გუშინ გადაასვენეს.
პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მოკლულის ნათესავია. წყაროს ინფორმაციით, სოფელში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
„მათ ადრე ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ დიდი ხნის წინ და ეს უკვე მივიწყებული იყო. ოჯახებით გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ გალობას ასწავლიდა სკოლებშიც. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.”, – ამბობს წყარო.