ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ადამიანი კვდება, თქვენ მას ალიევის გეგმის მიხედვით სჯით” – აფგან სადიგოვის მეუღლე

“დიდი ხანია მათ ეს სცენარი დაწერეს. ჩვენ ხომ თქვენ მთელი ფაქტები მოგეცით. რატომ არ უყურებთ, რადგან დაკვეთას ასრულებთ, ადამიანი კვდება, ის უდანაშაულოა, თქვენ მას სჯით ალიევის გეგმის მიხედვით,” – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის დამატებით, 3 თვით გაგრძელების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანული რეჟიმი და საქართველოს მთავრობა და სასამართლო იქნებიან.

„ბოლომდე ვიბრძოლებ! ადამიანი კვდება, მას სურს სახელმწიფომ, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება. რამდენი მტკიცებულება წარვადგინეთ და არ შეხედეს. ეს არ არის სასამართლო, ეს არის შოუ. უკვე სამი თვეა აქ ვიბრძვით. მეუბნებიან დაელოდე სასამართლოს, სასამართლო უკანონოდ მუშაობს. აზერბაიჯანი და საქართველო – განსხვავება არაა. სასამართლო დაკვეთას ასრულებს. ახლა ვინ არის მთავარი საქართველოს მთავრობაში, ვინ მართავს? ვინც მთავრობას მართავს, ის მართავს სასამართლოსაც. რაც ალიევის რეჟიმმა უთხრა, იმას ასრულებენ. რატომ აკეთებენ ამას, ყველამ იცის რატომაც, დაკვეთას ასრულებენ თუ აფგანი დაიღუპება დამნაშავე იქნება აზერბაიჯანის რეჟიმი და ის ვინც, საქართველოს მართავს და სასამართლო, რადგან ისინი დაკვეთას ასრულებენ“, – აღნიშნა სევინჯ სადიგოვამ.

იტვირთბა....