მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს”- ევროკავშირის ელჩი

“საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.

“საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ““უკუსვლა მოხდა სფეროში, რომელსაც ეხება სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები… ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც EU-ში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის”.

“ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის.” – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

იტვირთბა....