მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას”- ზურაბიშვილი

“პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას”-განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რითიც პროკურატურაში მისი დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

“მტკიცებულებები, ბატონებო. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს უნდა თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხო? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი რომ ვთქვა, არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათაშორის, ახლა, ამ წუთში, მოვდიოდი და მოვისმინე ჟოზეფ ბორელისთვის, მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების რაც არის ჩამოთვლილი, არის ზუსტად იგივე. და პროკურატურა, უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილზე რომ სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებას, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე.  გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

 

იტვირთბა....