მედიაომბუდსმენის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
ორგანიზაცია წერს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.
„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. „ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც.
იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა.
„მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ. წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ჩვენთვის ცნობილი დარღვევების მხოლოდ ნაწილს, რომელშიც უკვე მკვეთრად გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები.
სატელევიზიო მაუწყებლები:
1. მარიამ გაფრინდაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
2. პაპუნა ხაჩიძე – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
3. მარიამ მაკასარაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
4. ნუკრი ქაფიაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
5. თამთა დოლენჯაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
6. ნიკო კოკაია – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
7. ნინი ელიკაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
8. ირაკლი მურმანიშვილი – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
9. გვანცა ჩხიკვაძე – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
10. სოფო ნიაური – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
11. დავით ბერაძე – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
12. მაკა ანდრონიკაშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
13. გიორგი შეწირული – ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
14. გიორგი დვალიშვილი – ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
15. ლაშა ჯიოშვილი_ ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
16. ია გულიაშვილი – მთავარი არხი, ჟურნალისტი
17. ლევან დვალი – მთავარი არხი, ოპერატორი
18. ქეთა ციცქიშვილი – მთავარი არხი, ჟურნალისტი
19. დავით ბადაგაძე მთავარი არხი, ოპერატორი
20. თეა ვაშალომიძე – „მთავარი არხი” ჟურნალისტი
21. ბაჩანა ოქროპირიძე – მთავარი არხი, ოპერატორი
22. ნინა მაჩაბელი – „მთავარი არხი” ჟურნალისტი
23. გიორგი ჩანტლაძე – მთავარი არხი, ოპერატორი
24. თიკო ერაძე – „ფორმულა” ჟურნალისტი
25. ნუცა ბახუტაშვილი – „ფორმულა” ჟურნალისტი
26. გიგა აღდგომელაშვილი – „ფორმულა” ოპერატორი
27. თამარ თედიაშვილი – „ფორმულა” ჟურნალისტი
28. ლერი როგავა – „ფორმულა” ოპერატორი
29. დავით ჭაბაშვილი – „ფორმულა” ჟურნალისტი
30. აგილ რუსტამოვი „ფორმულა” ოპერატორი
31. დავით მანია – „ფორმულა” ჟურნალისტი
32. ირაკლი შენგელია – „ფორმულა” ოპერატორი
33. მარი წაქაძე – „ფორმულა” ჟურნალისტი
34.ბექა ქორჩილავა – „ფორმულა” ოპერატორი
35. ნიკა ბურჭულაძე – „ლაგოდეხის ტელევიზია“ ჟურნალისტი
36. ვლადიმერ ჩხიტუნიძე – „რადიო მარნეული”ჟურნალისტი
37. თიკო დავაძე – „რადიო მარნეული” ჟურნალისტი
38. გიგა გელხვიიძე – cnews ჟურნალისტი
39. დავით მჭედლიძე – რადიო თავისუფლება, ჟურნალისტი
40. მინდია გაბაძე – ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
41. შაკო ბრეგაძე – ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
42. დიტო ბელქანია – “მრავალკუთხედი”რეპორტიორი
43. გელა მთივლიშვილი – „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
44. ლადო ქუთათელაძე – „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
45. ჰერმინე ვირაბიანი – OC მედია, ჟურნალისტი
46. რაფიგ შაბაზოვი – OC მედია, ჟურნალისტი
47. თეკლა ჩხაიძე – OC მედია, ჟურნალისტი
48. ზეინაბ ისგანდაროვა – OC მედია, ჟურნალისტი
49. ქრისტინა კვაჭანტირაძე – OC მედია, ჟურნალისტი
50. აითან ფარადოვა – OC მედია, ჟურნალისტი