მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

🎥 ვინ გაუსწორდა სასტიკად გახარიას გუნდის წევრის პენსიონერ მამას – პოლიტიკოსი ვინაობას ასახელებს

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ლია ყოჩიშვილი მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმას ძალადობაში ამხელს. ყვება, როგორ გაუსწორდა გურამ ჯიქია ფიზიკურად მას და მის ოჯახის წევრებს. ოპოზიციონერ ქალთან ერთად სასტიკად არის ნაცემი მისი პენსიონერი მამაც. ფიზიკური ძალადობა მათ სახლში მოხდა, სადაც გურამ ჯიქია შეიჭრა და მამა-შვილს იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენა, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ეს ყოჩიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის პირველი მცდელობა არაა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი მტკიცებით, დიმიტრი ხუნდაძის გარემოცვა მისთვის ავტომობილის დაჯახებას შეეცადა, თუმცა ფაქტზე რეაგირება შესაბამის უწყებებს არ მოუხდენიათ.

პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის მუქარის გაგრძელებაა, რომელიც მან ტელეეთერიდან დაანონსა.

 

იტვირთბა....