გასული ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ხარკოვის მერის განცხადებით, თავდასხმა კერძო სექტორზე განხორციელდა. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები. ამჟამად ნანგრევების გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა კიევზეც. დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ავტომობილები, დაშავებულია ექვსი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.