არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები”- ნიკა გვარამია

სახალხო დაკვეთა არის არჩევნების გაუქმების, მისი შედეგების გაბათილების და ახალი არჩევნების ჩატარების – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სადაც ოპოზიციის ლიდერებმა დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციასა და სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

“არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას. ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს გაიმარჯვებს, ეს ქართული ოცნება არ იქნება. სახალხო დაკვეთა არის არჩევნების გაუქმების, მისი შედეგების გაბათილების და ახალი არჩევნების ჩატარების. ხელისუფლება რომ შეიცვლება ჩატარდება გამოძიება. თუ ახლა ვინმეს ახლა უნდა გამოძიება მხარს დავუჭერთ, ოღონდ საერთაშორისო ეგიდით, ისევე როგორც არჩევნები ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, კოალიცია უარს ამბობს მანდატებზე და დანარჩენი სიაც ჩაიხსნება, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება:

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ გუშინ განცხადება გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. არშესვლა შეიძლება ვინმემ ბოიკოტად განიხილოს. საერთოდ არ ვიმონაწილევებთ ამ პარლამენტში და როგორც კი ჩახსნა იქნება შესაძლებელი, ამ სიასაც ჩავხსნით, ამაზე ყველას თანხმობა არსებობს.

რაც შეეხება იმას ვინ ვართ ერთად და ვინ არა დღეს ვნახავთ სცენაზე ერთად ვიქნებით ყველანი. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ და ის აუცილებლად იქნება აქციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ისტორიაში პირველად წერია, რომ ამ არჩევნების კანონიერებას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან ისინი არ აღიარებენ.

ნდობას ვუცხადებდი ელექტრონულ არჩევნებს და არა კარუსელებს, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნება, გვაქვს ფაქტები და გამოქვეყნდება, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები.” – აღნიშნა გვარამიამ.

იტვირთბა....