არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ იწვევს, პარლამენტი ვერ იკრიბება” – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია იმ პროცედურას განმარტავს იმ პროცედურებს, რომელიც პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევასთან არის დაკავშირებული. პოლიტიკოსის განმარტებით, თუ პრეზიდენტი პირველ სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ბესელია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია სათავისოდ გადაწეროს და წაიკითხოს.

“პრეზიდენტი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. პრეზიდენტს აქვს პირველი სხდომის მოწვევის უფლება, იქამდე არის გასაჩივრების ეტაპები. ვიდრე არ დასრულდება ყველა გასაჩივრება, ცესკო ვერ შეაჯამებს ამ ოქმს და შემაჯამებელი ოქმიც ალბათ გასაჩივრდება სასამართლოში. ამის შემდგომ მოხდება საბოლოო ოქმის უკვე გადაგზავნა პარლამენტისთვის, რომ არ არის 100 დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი გადაწყვეტილი და თუ პრეზიდენტი არ იწვევს ამ სხდომას, ვერ იკრიბება ისე პარლამენტი, ეს წერია კონსტიტუციაში და თუ კონსტიტუციასაც ისე წაიკითხავენ და ისე გადაწერენ, როგორც ციფრები გადაწერეს, არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს,” – ამბობს ბესელია.

26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა პრეზიდენტმა არ აღიარა. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს რუსეთის საქართველოში შემოსვლის აღიარებას ნიშნავს.

იტვირთბა....