სომხეთის სადამკვირვებლო მისიის თქმით, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა.
კოალიცია დამოუკიდებელი დამკვირვებლის კოორდინატორი, დანიელ იონისიანი არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ არჩევნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა.
დაფიქსირებულია ამომრჩევლის მოსყიდვის, მათზე ზეწოლისა და ხმის მიცემის კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტები. საარჩევნო უბნების 50%-ზე არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნაწილს უცხო პირები აკონტროლებდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კი ამომრჩეველთა სიები ჰქონდათ.
საარჩევნო უბნების 22%-ზე შენიშნულია უცხო პირები, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩევლები. თითოეული მათგანი, გამონაკლისის გარეშე, წარმოადგენდა ქართულ ოცნებას ან ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც მმართველ პარტიასთან იყვნენ კავშირში. […] ისინი დაკავებულნი იყვნენ აგიტაციით, საარჩევნო უბნამდე ამომრჩეველს მიყვანით და არჩევნებზე არ მისული პირების იდენტიფიცირებით”, – წერს იონისიანი.
კოალიციის განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე სომხეთის წარმომადგენლები აგრესიასა და ფიზიკურ წინააღმდეგობას შეეჩეხნენ.