ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე… ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, თავისუფლად მიეცა ხმა, შიშის გარეშე” – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ოუენ მერფმა განაცხადა.
“19 სექტემბრიდან ჩვენ მივლენილი გვყავს 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. ასევე, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას. განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა შიშის გარეშე. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებას და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველ პარტიას ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა სხვა კონკურენტებთან შედარებით.
18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, ჩვენ რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი განვახორციელეთ 6 ტელეარხზე, ორ ონლაინ მედიასაშუალებაში. ეს მონიტორინგი აჩვენებს მიკერძოებას ყველა მედიასაშუალების მაგალითზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველ პარტიას. აღსანიშნავია უარი პოლიტიკური ლიდერების, რომ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. ეს ქმნიდა გამოწვევებით სავსე გარემოს“,- აღნიშნა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.