არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა” – ნიკა გვარამია

არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი , -აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ბრიფინგზე.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს.

“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე “ქართული ოცნება” აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება”, – განაცხადა გვარამიამ.

იტვირთბა....