საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უფრო მყარი იქნება “ქართული ოცნების” გამარჯვება.
“ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 200 000 ამომრჩეველი გამოცხადდება საარჩევნო უბნებზე მომდევნო სამი საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს გადასცდება და რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი გამარჯვება. შესაბამისად, თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი, რაც მეტი მით უკეთესი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვითხოვ ამომრჩეველს, რომ მაქსიმალურად გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას.
„სალომე ზურაბიშვილს შსს-თან და შს მინისტრთან არაფერი ესაქმება. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სუბორდინაციის სისტემა და ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდეს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი ნიანგის ცრემლები არავისთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.