“ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ – ქართველ ხალხს, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა,
“მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე . ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ – ქართველ ხალხს, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას…წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც მყისიერად შეუძლია დაავალოს აგენტურას” ამბობს ივანიშვილი, რომელიც არჩევნებზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.