ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მეტრონომი“ აქვეყნებს ფოტოს, რომლის გამოც გიორგი გაბედავა პროკურატურაში იკითხება

საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის დამფუძნებელი, გიორგი გაბედავა მთავარ პორკურატურაში ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

გიორგი გაბედავა პროკურატურაში იმიტომ დაიბარეს, რომ მას გუშინ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრები გაუგზავნეს. როგორც ის ამბობს, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მაშინვე შსს-ს დაუკავშირდა.

გიორგი გაბედავა აპირებს, რომ გამომძიებლებს facebook-ის გვერდი წარუდგინოს, რათა დადგინდეს, ვინ გადაუგზავნა აღნიშნული კადრები.

შეგახსენებთ, „მეტრონომმა“ 31 მარტს ზუსტად გიორგი გაბედავას ფეისქბუქის უოლიდან წამოიღო ის ფოტო, რომელიც მას უცნობმა პირებმა გაუგზავნეს. ფოტოზე მითითებულია ლინკი, რომელიც უკვე მაშინთვე დაბლოკილი იყო ქართველი სამართალდამცავების მიერ. თავისთავად, ჩვენ სპეციალურად დავფარეთ ფოტოზე მითითებული ფარული ვიდეოკადრების ადრესატის სახელი და გვარი.

3434

 

 

იტვირთბა....