აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთში საწვავის გატანის შესაჩერებლად ყაზახეთმა საზღვრის კვეთაზე ლიმიტი დააწესა

ყაზახეთის ხელისუფლებამ საზღვრის კვეთა შეზღუდა. ახალი რეგულაცია მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ვრცელდება. მეზობელი ქვეყნებიდან შემსვლელ ავტომობილებს ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთა 24 საათში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ამით ოფიციალური ასტანა ცდილობს შეაჩეროს საწვავის უკანონო ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

“არც სატვირთო და არც მსუბუქი ავტომობილები ყაზახეთში დღეში ერთზე მეტჯერ ვერ შევლენ და ვერ გავლენ. ეს ხელს შეუწყობს საწვავის დაბალანსებული მოხმარების შენარჩუნებას“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, კაიირხან ტუტკიშბაევმა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარზე დამატებითი 59 საპოლიციო პოსტი გახსნა. მხოლოდ ორ დღეში მესაზღვრეებმა აღკვეთეს დამატებითი ავზებითა და კანისტრებით 3 ტონაზე მეტი საწვავის გატანის 61 მცდელობა. შეზღუდვები ვრცელდება ყველა სასაზღვრო ზონაზე: ქვეყნის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.

იტვირთბა....