აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანი დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალ გეგმას ამზადებს” – უოლ სთრით ჯორნალი

ისრაელმა აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომლის მიხედვითაც ირანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალ გეგმას ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთების თხოვნაზე თეთრ სახლში მათ ტრამპის ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მუქარები რეალურია.

„მათ აშშ-ის ლიდერის, ანუ ჩემი, მოკვლა სურთ. მათ სიაში ყველა ვყავარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე, ალბათ, უბრალოდ გამიმართლა, თუმცა ეს შეიძლება, დიდხანს აღარ გაგრძელდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ირანი წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ 2020 წელს ტრამპზე შურისძიებას აპირებდა, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.გენერალი სოლეიმანი ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ტრამპის წინააღმდეგ სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებდა. მათ შორის გამოიფინა ბანერიც წარწერით: „ტრამპს მოვკლავთ“.

იტვირთბა....