ახალი ამბები

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ ქოლცენტრს უკავშირდება

ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს. ზუგდიდის ქუჩაზე, ტყეშელაშვილების ოჯახში  სამართალდამცველები დილიდან გამოჩნდნენ.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა ქოლცენტრს უკავშირდება.

როგორც ოჯახის უფროსი ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს,  მათ ქოლცენტრებთან შეხება არ აქვთ და საგანმანათლებლო და სხვა კომპანიები აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩხრეკა მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირდება. ტყეშელაშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.

იტვირთბა....