მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა – TI-ის კვლევა

სავარაუდო კორუფციული გარიგებები რეგიონებში და კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ – ანგარიშს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, ჯამურად, “ქართული ოცნების” ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს. ორგანიზაციამ კვლევა 6 რეგიონში ჩაატარა.

რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:

  • აჭარა: 933 060 894 ლარი
  • სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
  • შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი
  • კახეთი: 442 000 000 ლარი
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.

“კორუფციის რუკაზე არიან პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად”: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს – იოსებ მაკრახიძეს, ენზელ მკოიანს, ჯუმბერ იზორიას, სერგო ხაბულიანს. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან.

ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში”, – ამბობენ TI-ში. 

იტვირთბა....