ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 26 ოქტომბრის არჩევნებს 32-წევრიანი დელეგაციით დააკვირდება
დელეგაცია, რომელსაც ALDE-ს წევრი იულიან ბულაი ხელმძღვანელობს, საქართველოში 24 ოქტომბერს ჩამოვა და 27 ოქტომბრამდე დარჩება, რათა დააკვირდენ არჩევნებს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთო/ოდირის დამკვირვებლებთან ერთად.
დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების ლიდერებს, ასევე, ცეკოს თავმჯდომარესა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, ასევე მედიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ვიზიტის დროს სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევს ვენეციის კომისიის წარმომადგენელი