ახალი ამბები მთავარი

რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21 ოქტომბერს მოსკოვის ოლქში ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის შენახვასა და უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა.

“დადგენილია, რომ უცხოელი ჩაწერის ადგილას, საკუთარ სახლში ინახავდა მცირე კალიბრის ТОЗ-8 შაშხანას, სანადირო თოფს ИЖ-27, 300-მდე ტყვიას, ხელყუმბარა РГД-5-ს და 500 გრამამდე დენთს”. – წერია ФСБ-ს ანგარიშში.

გარდა ამისა, დაკავებულს აღმოაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის და ე.წ. “აფხაზეთის პასპორტის” ყალბი დოკუმენტები.

საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ რომ ბრალდებული იარაღის ვაჭრობით იყო დაკავებული.

იტვირთბა....