“როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.
ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, “ქაჯებს”, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეული და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად” – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას.