“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქცია-მსვლელობას, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უერთდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” წევრები.