ახალი ამბები მთავარი

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – საყოველთაო მარში დღეს 17:00 საათზე დაიწყება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით საყოველთაო მარში დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქში, თბილისში მასშტაბური მსვლელობა 17:00 საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება და თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:

• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ

და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ “არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

იტვირთბა....