თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიყენებული მორალური ზიანი აუნაზღაუროს. საქმეს სასამართლოში მედია ომბუდსმენი უძღვება.
მიუხედავად იმისა რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არავის დაკისრებია.