[საქართველოს] მთავრობა ღიად ანტიდასავლურია და ის სულ უფრო მეტად მეგობრული [ხდება] რუსეთის მიმართ, რასაც მოსახლეობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, სახელწოდებით: “მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის”.
აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის გრძელვადიანი საფრთხის ეფექტურად წინააღმდეგობისთვის, ყოვლისმომცველი, მდგრადი სტრატეგია უნდა მიიღოს: “რუსეთი განიხილავს შავ ზღვას, როგორც სასიცოცხლო ზონას ძალაუფლების ასამაღლებლად, ხმელთაშუა ზღვაზე წვდომის გასაკონტროლებლად და მეზობლებზე გავლენის განსახორციელებლად”.