ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწევს ევროინტეგრაციის კურსს და ითვალისწინებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს” – ოპოზიციონერი “მეტრონომთან” ჰელსინკის კომისიის განცხადებას აფასებს

“დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწევს ევროინტეგრაციის კურსს და ითვალისწინებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს” – ასე ეხმაურება  პარტია “ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას.

მან “მეტრონომთან” საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება თავის წრესთან ერთად.

• როგორ შეაფასებდით ჰელსინკის კომისიის განცხადებას?

რასაც ახლა ეს ხელისუფლება აკეთებს ამას საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომ რა პოლიტიკასაც ეწევა ქართული ოცნება ეს აისახება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე. საგანგაშოა ეს მდგომარეობა, სამწუხარო და დაუყოვნებლივ შესაცვლელი. უპირველესად, უნდა მოხდეს სასწრაფო წესით ცვლილება იმ კურსის, რომელიც მთავრობას აქვს აღებული და არის ნაცვლად დასავლეთისა ჩრდილოეთისკენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აფერხებს როგორც ევროინტეგრაციის პროცესს ასევე დემოკრატიის ხარისხი ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი პოლიტიკა, სამწუხაროდ, სტანდარტებით მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ჯდება.
10 დღეში გვაქვს არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს არა ის, რომელი რამდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში, არამედ წყდება უფრო მნიშვნელოვანი გლობალური საკითხი, დაუბრუნდება თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროპულ რელსებს. ასე რომ, ეს განცხადებები, როგორც ჰელსინკის, ასევე ევროსაბჭოდან, ყველა იდენტურია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება საბოტაჟს უწევს ევროინტეგრაციის კურსს და ითვალისწინებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

• აღნიშნული განცხადება ქმნის თუ არა მოლოდინს, რომ ივანიშვილი და მმართველი ძალა დასანქცირდება თუ შეეცდებიან არჩევნების მიტაცებას?

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ივანიშვილს სანქციები არ ასცდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენზე, ჩემზე, თქვენზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არაფერს ცვლის. ის დასანქცირდება თავის წრესთან ერთად. აქ პრობლემა ის არის, რომ დღეს ის ჩვენი ქვეყნის სათავეშია, ანუ მისი ზემოქმედებით ხდება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ცვლილება. ნაცვლად იმისა , რომ მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით ვახორციელებდეთ ინტეგრირებას დასავლურ ბაზართან, სტანდარტებთან და ა.შ ის მიგვაქანებს რუსეთისკენ. ის დასანქცირდება თუ არა , დამიჯერეთ, ეს ჩვენზე საერთოდ არ აისახება, ეს მისი -პირადი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მოჰყვება როგორც ამერიკის სანქციებში, ასევე ევროპაშიც – აღნიშნა მან.

ცნობისთვის,  ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, ასევე კომისიის სხვა წევრებმა – რიჩარდ ჰადსონმა და მარკ უიზიმ – და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დაფნა რენდმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

იტვირთბა....