ცნობილი ამერიკული ტაბლოიდის, US Weekly-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2013 წელს ცოლს გაშორდა, ხოლო ჩინური წარმომავლობის ამერიკელმა ბიზნესვუმენმა, ვენდი დენგმა, 2014 წელს ქმარი, მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მიატოვა, პუტინისა და დენგის ახლო ურთიერთობაზე ჭორები დაიწყო.
დენგი გამოცემამ აბრამოვიჩის 400-მილიონიან იახტაზე დააფიქსირა.
პუტინისა და დენგის წყვილი ერთად არავის დაუფიქსირებია და არც თავად აკეთებენ კომენტარს.
დენგი აბრამოვიჩის პარტნიორის, დაშა ჟუკოვას ახლო მეგობარია.
აბრამოვიჩი კი პუტინის მეგობრად მოიაზრება.
ამერიკული ტაბლოდი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და დენგი ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, მათი ურთიერთობა სერიოზულია.
პუტინის განქორწინების შემდეგ ჭორები გავრცელდა ოლიმპიურ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან რუსეთის პრეზიდენტის რომანზე. უფრო მეტიც, თითქოს მათ საერთო შვილი ჰყავდათ, თუმცა ეს ჭორიც დღემდე დაუმტკიცებელია. მითუმეტეს, რომ ამას ორივე მხარე უარყოფს.
dailymail კი სტატიას შემდეგი ინფორმაციით ასრულებს: დღეს 1 აპრილია და იქნებ US Weekly ცრუობს?
წყარო: dailymail





