მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოზურგეთში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

ოზურგეთში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, სოფელ გურიანთაში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც, მათი თქმით, შეხვედრას საარჩევნო სიებით მანიპულაციების თაობაზე მართავდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრები სწორედ ამ შეხვედრაზე, ვითარების გასარკვევად მივიდნენ, რასაც მათზე თავდასხმა მოჰყვა.

მისი თქმით, გარდა თავდასხმისა, “ოცნების” პარტაქტივმა მას და თათია ნიკოლეიშვილს მობილური ტელეფონებიც წაართვეს.

იტვირთბა....