Telegram არხის, AMPA-life-ის ცნობით, უკრაინაში, ხარკოვის მიმართულებით საბრძოლო ზონაში რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი, ირაკლი ეშბა დაიღუპა.
“ცოტა ხნის წინ, ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა. ისინი სკოლის პერიოდიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა”, – წერს AMPA-life.
კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფში მსახურობდა.