ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.
“ქართული ოცნება”, რომელიც ბავშვის მკვლელობით და ცრუ დაპირებებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ახლა ცდილობს ქართველი ერის ნების წინააღმდეგ ისევ დარჩეს, მათი არჩევანი რომ იყოს განუსაზღვრელი დროით, ხელისუფლების სათავეში და საქართველო წაიყვანოს უფსკრულისკენ. ამის უფლებას ქართველი ემიგრანტები და ქართველი ერი მათ არ მივცემთ. ახლა ვაპროტესტებთ იმას, რომ “ქართულ ოცნებას“ აქვს მცდელობა, რომ ემიგრანტების გაერთიანების მცდელობა ჩიხში შეიყვანოს, ჩვენი უდიდესი შრომა ჩაყაროს წყალში და არ გახსნას დამატებითი უბნები”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.