ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანიდან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საიდ ჰამზა გალანდარი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, სამი ირანული ავიაკომპანია და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.
რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, ევროკავშირის საბჭომ სულ შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას. ასევე, სანქციები ზღუდავს მათთვის თანხების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის.