ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 27 მინისტრის შეხვედრა ლუქსემბურგში თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. არსებობს მოლოდინი, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრაზეც გააკრიტიკებენ და “ოცნების” გუნდის მიმართ კრიტიკულ გზავნილებს გააჟღერებენ.
საქართველოს შესახებ მსჯელობა იგეგმება 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზეც.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა ამავე საკითხზე 9 ოქტომბერს იმსჯელეს და რეზოლუციაც მიიღეს: