ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, „მილტონის“ გამო 3 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზის 50 ათასი სპეციალისტის წყალობით, რომლებიც ფლორიდაში აშშ-ის 43 შტატიდან და კანადიდან ჩავიდნენ, 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ჯო ბაიდენის თქმით, არმიის კორპუსი და ფლორიდის ეროვნული გვარდია ადგილზე არიან და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის გზების გახსნაში, მონაწილეობენ, რათა მოხდეს საკვების, წყლის და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება.