ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვას ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა – . გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ქალაქ ნაბათიეს ბაზრის ტერიტორიის დაბომბვის დროს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბერში ისრაელის თავდასხმების შედეგად ქვეყანაში მსხვერპლთა რიცხვმა 1645-ს მიაღწია.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა 10-მდე ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.