საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას “ქართული ქარტია” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.
“ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წადრგენილი. არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წარდგენილიო ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგაოდებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის კონტროლის ქვეშ” – ამბობს ზურაბიშვილი.
პარტიამ “კოალიცია ცვლილებისთვის” მედიასთან განაცხადა, რომ მიესალმება და მხარს უჭერს პრეზიდენტის ინიციატივას.
“მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
“პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას” – წერია კოალიციის განცხადებაში.
პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარუდგენს საზოგადოებას.