ჯანდაცვა

რჩევები: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ორგანიზმში ცხიმები არ დაგროვდეს

წონის 80 პროცენტი დამოკიდებულია კვებაზე, დანარჩენი 20 პროცენტი-ვარჯიშზე.

დღეში 5-6-ჯერ უნდა იკვებოთ და ხშირ-ხშირად. ამ დროს ორგანიზმი მოშიებას ვერ ასწრებს და საკვების ზუსტად იმ რაოდენობას იღებს, რაც სინამდვილეში სჭირდება და შესაბამისად, ცხიმებს არ აგროვებს.

განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ: ხილ-ბოსტნეული;

საერთოდ ამოიღეთ საკვები რაციონიდან ცხოველური ცხიმები: კარაქი, მარგარინი, ერბო, მაიონეზი და ა.შ. ეს პროდუქტები ცხიმების ყველაზე სწრაფად დაგროვებას იწვევენ. ცხიმად მიიღეთ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ცხიმი და ისიც მცირე რაოდენობის.

ლიტრა-ნახევრიდან 2 ლიტრამდე წყლის მიღება ცხიმის წვას იწყებს.

მშრალი პროდუქტებით კვების შემთხვევაში 2-დან 2 ნახევარ-ლიტრა წყლამდე უნდა მიიღოთ.

ყავა, ჩაი და ა.შ წყალს ვერ ცვლის.

დღიური საკვების 80 პროცენტი საღამოს 6 საათამდე მიირთვით. დანარჩენი 20 პროცენტი გვიან შეგიძლიათ მიირთვათ, მხოლოდ გამორიცხეთ ნახშირწყლები. ოპტიმალური ვარიანტია ცილებისა და ბოსტნეულის მიღება.

ვარჯიშამდე ორი საათით ადრე და ვარჯიშის შემდეგ ორი საათის გასვლამდე არ იკვებოთ. დიეტასთან ერთად კომბინირებული ვარჯიში ცხიმის დაწვის საუკეთესო ვარიანტია.

მთავარია რეჟიმის დაცვა, არ დაარღვიოთ და თუ დაარღვევთ, არ შეწყვიტოთ რეჟიმი.

დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ: ნახშირწყლები-  40 პროცენტი, ცილა-25-30 პროცენტი, ცხიმი-10 პროცენტი.

წონაში კლებისთვის აუცილებელია კალორიულობის შემცირება. მაგრამ გახსოვდეთ-კალორიის შემცირება შიმშილს არ ნიშნავს! ნელ-ნელა შეამცირეთ კალორიულობა, რომ ორგანიზმმა პროტესტი არ გამოხატოს.

კვირაში 1  კილოგრამის კლებაა დაშვებული, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ინარჩუნებს ორგანიზმი შედეგს და ჯანმრთელობას.  შედეგი კი მხოლოდ თვის ბოლოს დააფიქსირეთ.

იტვირთბა....