იუსტიციის სამინისტროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა.
ეს ორგანიზაციებია:
საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია – სვიტანოკი;
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
ქუთაისის მოზარდთა სახლი;
ქრისტიანთა კავშირი;
ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური დოკუმენტებიც უნდა წარედგინათ, ამ რეესტრში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია და მათი დამფუძნებლების მოძებნაა შესაძლებელი.