“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო.
მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში.
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთის გავლენის ქვეშ, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ არც ჩამოხვალთ, არც დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდეთ.
ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, თუ რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, უბნები სამწუხაროდ, არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვიცი, რომ მზად ხართ, ძალიან აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.
როგორც გამოხვედით და გულშემატკივრები იყავით ჩვენი ფეხბურთელების, გადალახეთ საზღვრები და ჩახვედით იმისთვის, რომ გამოგეჩინათ ქართული დროშა, ასევე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოთ, შორსაც რომ იყოს, ერთმანეთის მიმართ გამოიჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი”-მიმართავს პრეზიდენტი ემიგრანტებს
იტვირთბა....