ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლოგიკურია ეს ქცევა , რადგან „რუსული კანონით“ “ოცნებამ” ამერიკა, ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღიარა მტრად” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან” კობახიძის მიწვევის გაუქმებას აფასებს

რატომ გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის მიწვევა და რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას – აღნიშნულის შესახებ “მეტრონომთან”  პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკული მხარის ეს ქცევა ძალიან ლოგიკურია, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ნატოს წევრი ქვეყნები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღიარა მტრად.

• რას უკავშირებთ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმებას?

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, მათ მკაფიოდ გააფრთხილეს კობახიძე, რომ მასთან არანაირი ურთიერთობა არ ექნებოდა. იგი ამერიკის ტერიტორიაზე გაეროს მიწვევით არის ჩასული და არა ამერიკის. როგორც ჩანს გაერომ გადასცა ყველა ლიდერის მონაცემები შეერთებულ შტატებს მიღებაზე და, რომ ნახეს სია კობახიძე, ამოშალეს. მგონი ძალიან ლოგიკურია მათი ეს ქცევა , იმ ფონზე, რომ „რუსული კანონით“ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ამერიკა, ნატოს წევრი ქვეყნები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღიარა მტრად და გავლენის გამტარებლად საქართველოს ტერიტორიაზე. ის ფული, რომელიც მოდის დასავლეთიდან დასახმარებლად, ჩათვალეს გავლენის ფულად და დაასანქცირეს, ასევე ებრძვიან სამოქალაქო სექტორს, რომელიც იღებს ამ თანხას ისევ ქვეყნის მხარდასაჭერად.

•  რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება აღნიშნულ გადაწყვეტილებას?

პოლიტიკურ შედეგებს უკვე ვხედავთ. საქართველომ ჩაწყვიტა კონტაქტები ამერიკასთან, რაც ამერიკამ აღიარა და თქვა, – რაკი წყვეტთ , ჩვენ ვაღიარებთ და არ ვაპირებთ განახლებას. ამის შემდეგ წამოვიდა სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება არჩევნები, რა შედეგები მოჰყვება და როგორ შეასრულებენ პირობებს(ქართული ოცნება), მგონია, რომ ამერიკა კვლავ გააგრძელებს სანქციების პოლიტიკას. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება შეიცვალა, ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც მაქსიმალურად შეეცდებიან დაეხმარონ იმ დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც მოვა კოალიციური სახით „ქართული ოცნების“ ნაცვლად.

•  პრემიერ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებით  უთხრა თუ არა მკაფიო უარი ცივილიზებულმა სამყარომ „ქართულ ოცნებას“?

რა თქმა უნდა, ეს იმით გამოიხატება , რომ ამერიკა უარს იტყვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, თუ რუსეთისკენ მივდივართ. მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატები წამყვანი სახელმწიფოა და იცავს საქართველოს არაღიარების პოლიტიკისაგან. მათ გააფრთხილეს ყველა სახელმწიფო , რომ როგორც კი აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა , ამერიკა შეუწყვეტს მათ მხარდაჭერას. თუ ეს გაქრება, როგორ მიხედავს კობახიძე სუვერენიტეტს საინტერესო იქნება. ჩვენს სუვერენიტეტს სწორედ ამერიკა იცავს და არა „ქართული ოცნება“.

ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა. 

იტვირთბა....