ახალი ამბები

ოდიშარია აბრამიძის მკვლელობაზე: “კანონის მიღების ფონზე, შესაძლოა, ვიღაცას აწყობდა ეს საზარელი ფაქტი”

“ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ამ ტრაგედიით მანიპულირება და თან ასეთ მოკლე პერიოდში, მე მაფიქრებინებს, რომ ამ კანონის მიღების ფონზე, შესაძლოა, ვიღაცას აწყობდა კიდეც, რომ რაღაც ისეთი საზარელი ფაქტი მომხდარიყო, როგორსაც ჰქონდა გუშინ ადგილი […]

ადამიანის ტრაგედიაზე პარაზიტირება და ასეთი მყისიერი უპასუხისმგებლო გამოეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა იმის გამო, რომ კანონი მივიღეთ, ჩემი აზრითა და ღრმა რწმენით, არის უზნეობა.” – ასე გამოეხმაურა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია.

გუშინ, 18 სექტემბერს, აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო.

იტვირთბა....