ბეირუთში პეიჯერების მასშტაბური აფეთქების ფონზე ევროკავშირი შიშობს, რომ კონფლიქტი ლიბანამდეც მივა. განცხადება რისკის შესახებ დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გაკეთა.
„რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ ომი ლიბანზე გადავიდეს“, – განაცხადა მან.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას ბორელი შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელთან ერთადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა.
„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა.
ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა.
„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.