ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი ერთხმად – 84 ხმით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

იტვირთბა....