“ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!” – ასე პასუხობს შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
“ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?
ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?
აგვიხსენით!”
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ამისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს ოს დებსა და ძმებს.