მე იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ერთად კვლავაც ვიმუშავებთ ტოლერანტობაზე, ინკლუზიურობასა და პატივისცემაზე, როგორც ამას ვაკეთებდით წლების განმავლობაში, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტთან გამართულ სახალხო ზეიმს ესწრებოდა:
“საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე. 16 მედალი 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის საოცარი შედეგია და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ერთად კვლავაც ვიმუშავებთ ტოლერანტობაზე, ინკლუზიურობასა და პატივისცემაზე, როგორც ამას ვაკეთებდით წლების განმავლობაში”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მონაწილეები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.